ჩვენ შესახებ

შპს Gtex-ი დაარსდა 2007 წლის 17 დეკემბერს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ შემოიტანა იყო collezione. ამჟამად "ჯითექსი" წარმოდგენილია ბრენდებით: collezione, OVS, Penti, Terranova, English Home, Enza Home.

collezione-ს პირველი მაღაზია თბილისში 2008 წლის 11 აპრილს, აღმაშენებლის  №89-ში გაიხსნა, მეორე - 2010 წლის 19 ივლისს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ (ვაგზლის მოედანი №2), მესამე მაღაზია კი 2012 წლის 11 მარტს „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში (ქავთარაძის №1).

OVS-ს პირველი მაღაზია თბილისში 2011 წლის 16 ივნისს პეკინის №10-ში გაიხსნა, მეორე - OVS Kids-ი - 2011 წლის 15 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ (ვაგზლის მოედანი №2), მესამე მაღაზია 2012 წლის 3 მაისს „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში (ქავთარაძის №1), ხოლო მეოთხე OVS Kids-ი 2013 წლის 16 ივნისს სავაჭრო გალერეაში "რუსთაველის 42" (რუსთაველის გამზ. №42).

Penti-ს პირველი მაღაზია თბილისში 2012 წლის 25 დეკემბერს „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში (ქავთარაძის №1) გაიხსნა, მეორე და მესამე- 2013 წლის 16 ივნისს სავაჭრო გალერეაში „რუსთაველის 42“ (რუსთაველის გამზ. 42) და პეკინის 2-ში, მეოთხე - 2014 წლის 14 თებერვალს ჯავახეთის ქ.2-ში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, მეხუთე - 2014 წლის 6 ნოემბერს (ჭავჭავაძის 37ლ, "სმარტის" მეორე სართ.)

Terranova-ს პირველი მაღაზია თბილისში 2014 წლის 26 ივნისს აღმაშენებლის 91-ში (მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია) გაიხსნა.

English Home-ს პირველი მაღაზია თბილისში ჭავჭავაძის 37ლ-ში ("სმარტი", მეორე სართ.) 2014 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა.

Enza Home-ს პირველი მაღაზია თბილისში (აღმაშენებლის ხეივანი #90)  2015 წლის იანვარში გაიხსნა.
ვრცლად