Sinèquanone-ს შესახებ
Sinéquanone დაარსდა 1973 წელს. მას შემდეგ ბრენდის შემქმნელების მისიაა გულმოდგინედ გამოიყენონ თავიანთი ხელობა პარიზული ელეგანტურობის შესაქმნელად.
1997 წელს ბრენდი მუშაობას იწყებს ესპანეთში, 1998 წლიდან კი იაპონიაში და აგრძელებს აზიაში: ფილიპინებში, ტაილანდში, ჰონკ კონგში, ჩინეთში, ინდონეზიაში, ვიეტნამში. 2002 წლის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იხსნება დაახლოებით 30 მაღაზია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და ეუფლება შუა აღმოსავლეთისა და ევროპის ბაზარს.
2012 წლის მონაცემებით ბრენდი წარმოდგენილია 36 ქვეყანაში.

Sinéquanone-ს  განსაკუთრებული ხელწერა იგივეა, რაც ნატიფი, ხელმისაწვდომი მოდა შექმნილი სპეციალურად ნამდვილი ქალისთვის.
Sinéquanone-ს  ქალი მუდმივად მშვენიერი და ელეგანტურია. მის დამოკიდებულებას ცხოვრებასთან ირეკლავს ტანსაცმელი: ქალური, მიმზიდველი და მოდური.
ადამიანები მშვენიერები იბადებიან, ქალურობა კი შეძენილია. ბრენდის ღირებულებები სწორედ ამ რწმენაზეა დაფუძნებული და გამოსახავს იმ თვისებებს, რაც დღეს თანამედროვე ქალის ამსახველია: ამაღლებული, ოპტიმისტი, ძლევამოსილი.
Sinéquanone-ს კოლექციების დახვეწილი, მოხდენილი ელეგანტურობა სრულყოფილია ყველა იმ ქალისთვის, ვისაც, ასაკისა და მდგომარეობის მიუხედავად, სურს არა ის, რომ შეესაბამებოდეს კონკრეტული ტიპის მოდელს ან იდეალს, არამედ გამოხატოს თავისი ქალურობა და ინდივიდუალიზმი.
ირჩევს რა ასაკს, Sinéquanone-ს ქალი ელეგანტური და ინდივიდუალურია.