Lotto-ს შესახებ
Lotto იტალიის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმელის მწარმოებელი კომპანიაა და წარმოდგენილია მსოფლიოს 110 ქვეყანაში. იგი არსებობას 1973 წლიდან იწყებს. სხვა სპორტული ბრენდებისგან განსხვავებით, Lotto არა მარტო სპორტული ბრენდია, არამედ სპორტული მოდური ბრენდი.
Lotto-ს პირველი პროდუქტი ჩოგბურთის ფეხსაცმელი იყო, რომელსაც შემდეგში დაემატა სხვადასხვა დანიშნულების პროფესიონალური სპორტული პროდუქციისა და ყოველდღიური ტანსაცმლისა და ფეხსაცმელის წარმოება. ტექნოლოგია, პროდუქტის დიზაინი და იტალიური სტილი Lotto-ს  უდავო მახასიათებლებია.

პროდუქცია

Lotto  მომხმარებელს სთავაზობს მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს.