OVS-ს შესახებ
OVS იტალიური ტანსაცმლის ლიდერი ბრენდია. მისი პირველი მაღაზია 40 წლის წინ პადუაში გაიხსნა. აქედან მოყოლებული OVS ხდება ყველაზე დიდი ბრენდი და უდავო ლიდერი იტალიის ბაზარზე. მისი სათავო ოფისი ვენეციაში მდებარეობს. OVS „სწრაფი მოდის“ მიმართულებას მიეკუთვნება და ისევე როგორც იტალიაში, საქართველოშიც ორ კვირაში ერთხელ განახლებად კოლექციას გთავაზობთ.
OVS დამზადებულია იტალიაში და ერწყმის საერთაშორისო ტენდენციებს ისეთი ტოპ-დიზაინერების ექსკლუზიური თანამშრომლობის წყალობით, როგორებიც არიან: ელიო ფიორუჩი, დავიდე დე ჯილიო და ენიო კაპასა.
OVS წარმოგიდგენთ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მაღალი ხარისხის მოდურ სამოსს, აქსესუარებს, თეთრეულსა და ფეხსაცმელს.
მისი კოლექციები ბუნებრივი ფერებითა და ქსოვილებით არის შექმნილი.